ახალი ამბები
თბილისში რუსული ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნება - კარასინი
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელ გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, "რია ნოვსტისთან" კარასინმა აღნიშნა, რომ ცენტრი მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა ამოქმედდეს და ის "მნიშვნელოვან როლს" ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში.

"იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით, ინციდენტების გარეშე ჩაივლის", - განაცხადა კარასინმა.