ახალი ამბები
აბაშაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აბაშაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლა გახსნა, სადაც ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას უფასოდ შეასწავლიან. სკოლა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

აბაშაში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანია: იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის თქმით, ქვეყანაში სალოტბარო სკოლების გახსნა და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ამ მიმართულებით მუშაობა უმნიშვნელოვანესია:

"ჩვენ სალოტბარო სკოლების პროექტი 2015 წლიდან დავიწყეთ. აბაშის ჩათვლით, უკვე 26 მუნიციპალიტეტში შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს, ეზიარონ იმ ეროვნულ ფასეულობას, რასაც ქართული ხალხური სიმღერა-გალობა ჰქვია. ჩვენ ეს განძი ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ. უნდა აღინიშნოს, რომ პედაგობები: ლოტბარ-რეგენტები, რომლებიც სკოლებში სიმღერა-გალობას შეასწავლიან უმაღლესი მუსიკალური განათლების ახალგაზრდები არიან. მათი უმრავლესობა ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაუბრნდა საკუთარ კუთხეს", - განაცხადა გიორგი დონაძემ.

როგორც „ლაივპრესს“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აბაშის სალოტბარო სკოლის ლოტბარი და რეგენტი აბაშელები - ირაკლი ტყვაცირია და ბაჩანა ხვიჩია იქნებიან.

ირაკლი ტყვაცირია საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი, სამების საპატრიარქო გუნდის სოლისტი, ლოტბარი და რეგენტია.

ბაჩანა ხვიჩია, კი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, ლოტბარი და რეგენტია.

საქართველოს მასშტაბით, უკვე 26 მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა მოქმედებს, აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში: წალენჯიხაში, სენაკში, ხონში, აბაშაში და მესტიაში. უახლოეს მომავალში სალოტბარო სკოლების გახსნა ახალციხესა და ვანში იგეგმება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5
სარაკეტო
10:18 / 26.09.2022
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ
იზიუმში
10:00 / 26.09.2022
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.