გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით - ნიკა გვარამია
მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს,
ქვეყნის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს გააკეთებს
განცხადებას გადაცემა „მთავარ აქცენტებში“.
„ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.