ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი მილიონ 650 ათასი ლარით გაიზარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიონ 650 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, მილიონ 500 ათასი ქონების გადასახადიდან მიიღეს, 100 ათასი საჯარიმო სანქციებიდან, 50 ათასი კი არის შემოსავლები დეპოზიტიდან. ბიუჯეტში, რომლის მოცულობაც ცვლილების შედეგად 72 მილიონ 959 ათას 500 ათასი ლარია, ცვლილებები შევიდა.

მათ შორის, ნახევარი მილიონი გამოიყო ყინულის მოედნის დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოებისთვის.

161 ათას 100 ლარი სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამისთვის, რაც ძირითადად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დამტკიცებას მოხმარდება. შესაბამისი აუცილებლობა, წარმომადგენლობითი ორგანოს განმარტებით, ახალ სტანდარტებზე გადასვლითაა განპირობებული.

320 ათას 400 ლარი კეთილმოწყობის ცენტრისთვის გამოიყო, რაც გახარჯული ელექტროენერგიის დასაფარად, გარე განათების ნათურების და საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა განათების და დეკორაციის შესაძენად დაიხარჯება.

300 ათასი ლარით სპეცტექნიკას და ავტოგრეიდერებს შეიძენენ.

140 ათასი ლარი შპს "ანაკლია-განმუხური რესორტისთვის" განისაზღვრა, ბულვარში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის.

დანარჩენი თანხა გზების რეკონსტრუქციისთვის, ხიდების მშენებლობა-აღდგენისთვის, სანიაღვრე არხების რეკონსტრუქციის და სხვა სამუშაოებისთვის დაიხარჯება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეს მეთორმეტე ცვლილებაა მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

ამას გარდა, 60 ათასი ლარი გამოაკლდა ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამას და ეს თანხა არაფინანსური აქტივების ზრდისკენ მიიმართება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ "ლაივპრესს" უთხრა, ეს აუთვისებელი თანხებია, რომელიც გარკვეული ეკონომიების ხარჯზე მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი შემოსავალი და არა ტრანსფერებით მიღებული, არის "ლომის წილი" ბიუჯეტის შემადგენლობაში.

"ამ ცვლილების მერე, ადგილობრივი შემოსავლები ბიუჯეტში 45 მილიონ ლარს აჭარბებს. მსგავსი ბიუჯეტი შესრულებული ჩვენ არასდროს არ გვქონია", - აღნიშნა მან.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც რეალურად არის დაგეგმილი.

"მატებაა ბიზნესიდან, ანუ გადასახადებიდან შემოსავლის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უფრო მეტი ქონება იქმნება. ანუ ქონების გადასახადის მატება გვაქვს. ეს არის ბიზნესის და ეკონომიკის სტიმულირების მაჩვენებელი", - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.