„გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც არის ჩიხიდან გამოსავალი - ვაშაძე
ოპოზიციამ "გერმანულ მოდელზე" დაყრდნობით საარჩევნო სისტემის ქართული
მოდიფიკაცია შეიმუშავა,
რომელსაც სახალხო დამცველს გადაუგზავნიან, რათა მან ის ეუთო/ოდირს
გადაუგზავნოს. "ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით,
კანონპროექტს პარლამენტშიც დაარეგისტრირებენ.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციონალისტების და დამოუკიდებელი ექსპერტების აზრითაც, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც მოთხოვნილია ეს კონსტიტუციაში.
"სამწუხაროდ, ამ ჩიხში შეგვიყვანა "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ყველა მოგვატყუა. დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ არის დარჩენილი და ამიტომ მოგვიწია სრულიად ახალი მოდელის შემუშავება. ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია", - აღნიშნა ვაშაძემ.
ამ კანონპროექტის შემუშავება ოპოზიციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უმრავლეობაში თქვეს, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას არ შეესაბამება.
პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.