ახალი ამბები
ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე პოლიციელი დაშავდა [ფოტო]
ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან აქციის მონაწილეებმა, როგორც თავად აღნიშნეს, სიმბოლურად ყავარჯნები მიიტანეს.

ეს ყველაფერი მათ კარებთან დატოვეს ცოცხებთან და საპროტესტო პლაკატებთან ერთად.

ყავარჯნის სროლისას ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა.

სამართალდამცველებმა ოფისის მიმართულებით ტერიტორია გაათავისუფლა შეკრებილებისგან.

აქციის მონაწილეები მათ ქუჩაში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები და პოლიცია ამ დრომდე რჩება ოფისის მიმდებარედ.