პოლიციამ ენმ-ის ოფისში შუშის ჩამსხვრევის ფაქტზე რამდენიმე პირი გამოკითხა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში შუშების ჩამსხვრევის
ფაქტზე
პარტიის რამდენიმე წევრი პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა. როგორც
„ლაივპრესს“ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ
განუცხადა, სამართალდამცველებმა მათი პარტიის წარმომადგენლების ნაწილი
წუხელ გამოკითხეს და პროცესი დღესაც გრძელდება.
მანვე აღნიშნა, რომ კასრები, ცოცხები და ხელკეტების ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ენმ-ის ოფისთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაყარეს, მოგვიანებით თავადვე წაიღეს.
ამ წუთებში ენმ-ის ზუგდიდის ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან, რომლებიც სავარაუდოდ 3 დეკემბერს მოხდარ ფაქტზე განცხადებებს გააკეთებენ.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, ააიპ-ების თანამშრომელთა მონაწილეობით, 3 დეკემბერს, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ენმ-ის ოფისის მიმართულებით. მათ ოფისს კვერცხები, ცოცხები, ბოთლები, პლასტმასის კასრები და რკინის ყავარჯნები ესროლეს. ჩაამსხვრიეს ოფისის შესასვლელთან შუშები. მომხდარზე პასუხისმგებლობას, ენმ ხელისუფლებას და პოლიციას აკისრებს, რომელიც ოფისთან აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში მივიდა, მაშინ როცა პარტია მოსალოდნელი პროტესტის შესახებ განცხადებას დილიდან აკეთებდა.
ფაქტზე გამოძიება ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით დაიწყო.