ზურაბ ეგუტია ზუგდიდის თეატრის დირექტორობიდან დაითხოვეს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი
თანამდებობიდან დაითხოვეს.
ინფორმაცია "ლაივპრესს" ზურაბ ეგუტიამ თავად დაუდასტურა. მისი
განმარტებით, როცა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ენიშნება თეატრს,
დირექტორს ავტომატურად ათავისუფლებენ. ამ თანამდებობაზე კონკრეტული
პირი სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს.
ზურაბ ეგუტიას თქმით, დათხოვნის ბრძანება კულტურის სამინისტროდან 24 ოქტომბერს მიიღო.
"ამ ხნის განმავლობაში თეატრს დირექტორი არ ჰყავდა. მოხდება თუ არა ისევ ჩემი კანდიდატურის წარდგენა, არ ვიცი. სამხატვრო ხელმძღვანელთან ჯერ ამ საკითხზე არ მქონია საუბარი", - გვითხრა ზურაბ ეგუტიამ.
ჩვენი კითხვის პასუხად, თუ რას აპირებს, გვითხრა, რომ არ იცის - ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
ზუგდიდის თეატრს ზურაბ ეგუტია 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.
თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ბადრი წერედიანი ლაშა შეროზიამ ოქტომბრის ბოლოს შეცვალა.