ბავშვობიდან ვიცნობ და ეს ფაქტი მოულოდნელი იყო - ეპარქიის მდივანი ბერის დაკავებაზე
ძალიან სამწუხარო ფაქტია, - ასე აფასებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის
მდივანი მამა დიმიტრი ვეკუა ბერის,
სვიმონ (გიგა) ქავთარაძის დაკავებას. ამბობს, რომ 33 წლის ბერს
ბავშვობიდან იცნობს და მისთვის დაკავების ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც მღვდელი განმარტავს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მეუფე
გერასიმემ გააცნო საგანგებო შეკრებაზე სასულიერო პირებს მომხდარის
შესახებ და აქვთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიით გავრცელდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია... ვიცნობდი ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. რამდენიმე წელია ჩვენს ეპერქიაში არ მსახურობს. მე ამ ბრალზე ვერ ვისაუბრებ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში. მე მას ვიცნობ ბავშვობიდან, მქონდა წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა და ეს მოულოდნელი ფაქტი იყო“,- აცხადებს სასულიერო პირი.
მღვდლის განმარტებით, დღეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით.
შეკითხვაზე, დაუდგებიან თუ არა სასულიერო პირები თავდებში ბერს, ეპარქიის მდივანმა უპასუხა, რომ ამ თემაზე დღევანდელ შეკრებაზე საუბარი არ ყოფილა.
დაკავებული 33 წლის ბერის ძმაც სასულიერო პირია. დეკანოზი გიორგი ქავთარაძე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მსახურობს. დაკავებულის ოჯახს, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ბერი და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ დღეს საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა. ის გათავისუფლდება მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ.