ახალი ამბები
სამეგრელოში მცხოვრებ კიდევ სამ ოჯახს ომში დაკარგულთა ნეშტი გადასცეს - წითელი ჯვრის ანგარიში
FaceBook Twitter
E-mail Print
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეაჯამა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ შორენა გამსახურდიას განცხადებით, სამუშაო პროცესში პრიორიტეტად რჩება კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება. აღნიშნა, რომ უმისამართოდ დაკარგულად 2400-მდე ადამიანი მიიჩნევა, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი გაცილებით მეტიც იყოს. მათგან 453 სამეგრელოში მცხოვრები ოჯახია, რომელთაც ერთი, ან ოჯახის ერთზე მეტი წევრი ჰყავთ დაკარგული.

შორენა გამსახურდიას თქმით, ჩვენი რეგიონის მასშტაბით სულ შვიდი პირის იდენტიფიცირება მოხდა და ნეშთები ოჯახებს გადასცეს. მათ შორის სამი ნეშტი, მიმდინარე წლის დასაწყისში, ორი ფოთში, ერთი კი მარტვილში მცხოვრებ ოჯახის წევრებს გადასცეს. ამ წელს ჯამში 23 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.

ამ დროისთვის სულ მოძიებული და იდენტიფიცირებულია 178 ადამიანი.

ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლის განმარტებით, მათი მუშაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა. შორენა გამსახურდიას თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების მომართვიანობა მცირედით გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი ლანეტა როდონაია ამბობს, რომ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები, რომლებიც არ მიმართავენ წითელ ჯვარს შესაბამისი განცხადებით. უარის მიზეზი რამდენიმე არგუმენტია - "ძვლებიც იცავს იმ მიწას", "მაინც დავბრუნდებით და ჩვენ თვითონ მივხედავთ", "უბრალოდ არ მინდა".. თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც ხშირად უკავშირდებიან შეკითხვით, როდის დაბრუნდება მათი ახლობელი.

ლამეტა როდონაიას თქმით, წელს პირველად, ასოციაცია "ქსენონმა", რომელთანაც თანამშრომლობენ, ფოკუს ჯგუფთან შეხვედრა გამართა, სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები შვიდი ოჯახის წევრებთან, რომლებსაც ახლობელი ჰყავდათ დაკარული შეაიაღებული კონფლიქტის დროს და ნეშტები მხოლოდ წლების შემდეგ გადაეცათ.

ის შვილმკვდარი ორი დედის დიალოგს იხსენებს. მათ შორის ერთს შვილის ნეშტი 2013 წელს, მეორეს კი მიმდინარე წლის დასაწყისში გადასცეს. ორივე ფოთის მცხოვრებია.

"ცოტა ხნის წინ რომ გადასცეს შვილის ნეშტი, იმ დედას ტანსაცმელზეც ეტყობოდა. მძიმე შავები ეცვა. მეორემ ურჩია, ცოტა გახალისდიო. ამან კი უთხრა, შენ შვილი 2013 წელს გარდაგეცვალა, თუმცა მანამდეც იცოდი, მე კი 27 წელი ველოდი და 2019 წელს გარდამეცვალაო", - იხსენებს ლანეტა როდონაია ემოციურ საუბარს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიას მიაწოდეს ინფორმაცია, ამ მიმართულებით განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ. განმარტეს, რომ შედგა შეხვედრები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის ახალგაზრდა თაობებთან, რომლებიც დახურულად ატარებენ ამ ტრამვას და ტკივილს, ღიად კი ყველაფრის გამოხატვას ერიდებიან.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან დეკემბრამდე, გაიცვალა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 130 ბარათი, ე.წ საზღვრით გაყოფილ ახლობლებს შორის. ასევე, მათივე დახმარებით, გამყოფი ხაზის მიღმა მყოფი ოჯახის გაერთიანება მოხერხდა.. გასცეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრის დამადასტურებელი 18 ცნობა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, გენეტიკური ანალიზისთვის, დაკარგულთა ოჯახის წევრებისგან 60 ბიოლოგიური ნიმუშიც აიღეს.

წითელ ჯვარში ამბობენ, რომ მუშაობა მომავალ წელსაც გრძელდება ახალი სამარხების გათხრით.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით, 2400-მდე, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს საქართველოში 30 აგვისტოს აღნიშნავენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.