მესტიაში ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია იყიდება
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
სასტუმროს აშენების პირობით, 1 840 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე
იყიდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
მყიდველმა სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში
სახელმწიფო ქონება კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება.
აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდება.