დეპუტატის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული „ოდიში“ მოზარდებს მხოლოდ ქალაქში ემსახურება
საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო,
რომ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი „ოდიში“ თანაბარ
მომსახურებას არ უწევს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოზარდებს და
ძირითადად მხოლოდ ქალაქით შემოიფარგლება. მისი განცხადებით,
დაირღვა პირობა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ქალაქის გაერთიანებისას
იქნა გაცემული, რომ მერიის ააიპ-ები თანაბრად მოემსახურებოდა ქალაქისა
და სოფლის მცხოვრებლებს.
ამასთან დეპუტატმა განმარტა, რომ საკრებულოსთან შეუთანხმებლად კულტურის ცენტრმა ხელშეკრულება გააუქმა ადმინისტრაციულ ერთეულებთან, ეს მაშინ როცა არსებობდა მოლოდინი, რომ პირიქით გაიზრდებოდა იმ სოფლების რაოდენობა, რომლებსაც ეს ააიპ-ი მოემსახურებოდა.
„მე იმ ბიუჯეტს, რომლითაც თანხას მივცემთ ააიპ-ის და არ მოემსახურება ადმინისტრაციულ ერთეულებს, მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა ედიტა კოდუამ.
როგორც ის განმარტავს, მსგავსი პრეტენზიის დროს პასუხი არის ხოლმე ის, რომ სოფლების კულტურის ცენტრები არ არის თვითმმართველობის ბალანსზე და ამიტომაც ვერ ხდება მოსწავლეებისთვის სერვისის მიწოდება. აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, ადმინისტრაციული ერთეულებისთვის ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საკრებულომ მერიას შენიშვნა მისწერა. მისი სიტყვებით, მათი განწყობაც იგივეა, რომ ყველა სერვისი თანაბრად გადანაწილდეს მთლიანად მუნციპალიტეტზე.
მამუკა წოწერიას თქმით, ააიპ-ს დაევალა წარმოადგინოს სტრატეგია, თუ როგორ აპირებენ განვითარებას.
„რაც შეეხება მათ გადაწყვეტილებას (ხელშეკრულების გაუქმებაზე) ეს იყო წმინდა სამარლებრივი შედეგებიდან გამომდინარე. აქ დასადგენია საკუთრების ფორმები იმ ობიექტების, რომლებიც ფუნქციონირებენ. მოგეხსენებათ, რომ სოფლად არსებული, ძველი კულტურული ობიექტები არის მეპაიების საკუთრება, ე.წ. კოოპერატივების საკუთრება“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მისი თქმითვე, როცა ეს პრობლემა მოგვარდება - შენობები თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოვა, ან იჯარით აღება მოხდება, შემდეგ უკვე შეძლებს კულტურის ცენტრი მომსახურების სრულად მიწოდებას სოფლებში.
თავდაპირველად, ფინანსების სიმწირის გამო თუ ყველა სოფელში ვერ მოხდება, უნდა შეირჩეს სოფლის ცენტრები, სადაც მოზარდებისთვის მეზობელი სოფლებიდანაც იქნება მისვლა მოსახერხებელი.
როგორც მამუკა წოწერია განმარტავს, საკრებულოს უკვე აქვს ააიპ-თან შეთანხმება, რომ მან ამ პრობლემის მოგვარების საკუთარი სტრატეგია წარადგინოს, რაზეც შემდეგ უკვე დეპუტატები ერთობლივად იმსჯელებენ.