ვფიქრობ, ბერი დანაშაულს იბრალებს - მამა იოსები
მამა იოსები არ გამორიცხავს, რომ ბერი სვიმონ ქავთარაძე იბრალებს
დანაშაულს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
ამას მისი "ბუნება" აფიქრებინებს. სასულიერო პირის განმარტებით,
დაკავებული ღირსეული ადამიანია თავისი ყველა ნაბიჯით. ის არის
"ეკლესიის შვილი", მათი ძმა და მეგობარი. ამიტომ, ბრალდებულს გვერდში
უნდა დაუდგნენ.
"მე მას თავდებში ვუდგები. სამი სასულიერო პირი დაუდგა თავდებად. ეს არის ერთობლივი, საძმოს გადაწყვეტილება. ჩათვალეთ, რომ არა მარტო მე, არამედ მთელი ეპარქია უდგება თავდებში", - აღნიშნა მამა იოსებმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ერთადერთი იცოდა, რომ ბერს ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, რაზეც რამდენჯერმე შემოუჩივლია.
"მან დაგვანახა თავისი ნაბიჯით კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცით, როგორ მოხდა, რა მოხდა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. ძალიან მძიმე დანაშაულია. ყველა დანაშაულზე უნდა აგოს პირმა პასუხი. მე ისიც მეგონა, დონკიხოტობა საიდან მოიტანა ამ ადამიანმა მეთქი. ამასაც დიდი საფუძველი აქვს, იმიტომ, რომ ამ ადამიანს კარგად ვიცნობ მე. მას რომ ჰქონდა ალკოჰოლთან პრობლემები, ეს ვიცოდი. რამდენჯერმე შემოუჩივლია ჩემთვის. არ გამოვრიცხავ, რომ იბრალებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე. არ მჯერა, რომ ამ ადამიანმა ეს ჩაიდინა", - აღნიშნა მან.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ზუგდიდის სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ბერს, სვიმონ (გიგა) ქავთარაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა დაცვის მხარე 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
ბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წარდგენილი.
ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ უფრო ადრე, საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.