მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ქალი არ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს - ირინა აგრბა
რა თქმა უნდა, ჩვენი ქალები სახლში არ არიან გამოკეტილები. ბევრი
მათგანი აქტიურად მონაწილეობს
ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარმატებულად უძღვება ბიზნესს.
ლიდერები არიან ხელოვნებაში, - აცხადებს აფხაზეთში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაციის - "ქალები პოლიტიკაში" ხელმძღვანელი,
პარლამენტის ყოფილი ვიცე სპიკერი ირინა აგრბა "ლაივპრესთან" საუბარში.
თუმცა, განმარტავს, ქალი პოლიტიკოსები, ქალი ლიდერები, ძალიან მცირე
რაოდენობით არიან წარმოდგენილი საჯარო საქმიანობისას. მიუხედავად
ამისა, ამბობს, რომ დღეს უკვე ქალთა ლიდერობის ძალასა და ხარისხზე
გარკვეული ოპტიმიზმით შეიძლება საუბარი.
"პოლიტიკური ელიტის კრიზისის სუსტი პოლიტიკური ლიდერობის ფონზე, წესით ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაძლიერდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მალე არ მოხდება. რეალური წინაპირობები მაშინ ჩამოყალიბდება, თუ პოლიტიკური სისტემის რეფორმირება გახდება შესაძლებლი", - აცხადებს ირინა აგრბა.
მისი თქმით, დღეს ქალებს სულ უფრო მეტად უჭირთ მამაკაცებისთვის კონკურენციის გაწევა არჩევნების დროს, განსაკუთრებით ფინანსურ რესურსებზე ართანაბარი წვდომის პირობებში. არასამთავრობოს ხელმძღვანელის განმარტებით, შერეულ სისტემაზე გადასვლამ და პროპორციულობის პრინციპმა, შესაძლოა ბიძგი მისცეს პარტიული სისტემის განვითარებას, რაც შეცვლის სიტუაციას, მათ შორის, საკანონმდებლო ხელისუფლებაში გენდერული ბალანსის პრობლემის თვალსაზრისითაც.
"გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში სულ სხვა სურათია, რადგან ხელისუფლებაში ქალები მინისტრების თანამდებობებს იკავებენ. ისინი ხელისუფლებაში, ჩვეულებრივ პოლიტიკიდან არ ხვდებიან, და ამ პოსტებზე დანიშვნას ნათესაურ კავშირებს ან ბიზნეს - წრეებიდან გავლენიან ლობისტებს უნდა უმადლოდნენ. უკვე შემდეგ, გადაწყვეტილებების მიღებისას, ისინი რეალურად მხოლოდ ტექნიკური საჯარო პირები არიან", - აცხადებს ირინა აგრბა.
მისივე დაკვირვებით, მოქალაქეების დიდი ნაწილი გულუბრყვილოდ მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ქალი არ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს, რადგან, ქალი და მთავარსარდალი, მათი აზრით, შეუთავსებელი ცნებებია. ამ სტერეოტიპის დასარღვევად კი პოლიტიკური კლასი სერიოზულ ძალისხმევას არ მიმართავს.
ირინა აგრბა ამბობს, რომ ეს სტერეოტიპები ისტორიულ წარსულში იღებს სათავეს, თუმცა დღეს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან - "პოლიტიკა ქალის საქმე არ არის", იზრდება.
მისივე შეფასებით, პოზიტიურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სტერეოტიპები ყველაზე ნაკლებად ხელისუფლების სასამართლო შტოს ფორმირებისას გამოჩნდა, და გენდერული პრინციპების თვალსაზრისით, ის ერთ - ერთი ყველაზე დაბალანსებულია.
უფრო ვრცლად ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მასალა შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე.