ფოთელმა და მესტიელმა მოკრივეებმა სარეიტინგო ბრძოლები მოიგეს
თბილისის საკალათბურთო სასახლეში დასრულდა კრივში შეჯიბრი და
"საქართველოს საჩემპიონო ქამრის" გათამაშება. მოკრივეები საქართველოს
სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს 4 რაუნდიან სარეიტინგო
დაპირისპირებებში შეეჯიბრნენ.
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფოთელმა გიორგი გოგატიშვილი გორელ სპორტსმენს, აჩიკო ოდიკაძეს მოუგო.
76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ასევე ფოთელმა იაგო კიზირიამ, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა სიღნაღის წარმომადგენელი ნოდარ კუტიბაშვილი.
რაც შეეხება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჩხუბარ ლევან ლუხუტაშვილს, მან ექვს რაუნდიან დაპირისპირებაში ზუგდიდელი მოკრივე თამაზ იზორია დაამარცხა.
"საქართველოს საჩემპიონო ქამრისთვის" ბრძოლაში დამარცხდა ზუგდიდელი ბაქარ ჯალაღონია. მას მოწინააღმდეგე სანდრო ჯაჯანიძემ ნოკაუტით მოუგო.
ღონისძიება ბოქსინგ გრუპ ფრომოუშენის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით გაიმართა.