ახალი ამბები
განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეთა ნაწილისთვის უფასო იქნება
FaceBook Twitter
E-mail Print
ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა მოამზადა პროექტი, რომელიც განსაზღვრავს, მოქალაქეებისთვის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის ღირებულებას. პროექტი ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ საკრებულოს წარუდგინა, სადაც დეპუტატები ააიპ-ების ხელმძღვანელი პირებისგან წლის შემაჯამებელ ანგარიშებს ეტაპობრივად ისმენენ.

პროექტის მიხედვით, განსხვავებული ფასები იქნება საქართველოს და უცხო ქვეყნის მოაქალაქეებისთვის. შეღავათებია დაწესებული მოქალაქეთა ნაწილისთვის.

კერძოდ, პროექტის თანახმად: სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, 10 წლამდე ბავშვებისთვის და პენსიონრებისთვის შესვლა უფასო იქნება.

10 წელზე ზევით მოზარდებისთვის და აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 1 ლარი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთჯერადი შესვლის ფასი სავარაუდოდ 2 ლარი იქნება, წლიური შემოსავალი კი საშუალოდ 200 ათასი ლარია ნავარაუდევი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბაღის დათვალიერებას 5 ლარად შეძლებენ, ადმინისტრაცია კი წლიურად ამ მომსახურებისგან 100 ათსი ლარის შემოსავალს ვარაუდობს.

1 თვიანი საოჯახო აბონომენტის ღირებულება 15 ლარი იქნება. (სვარაუდო შემოსავალი 7500 ლარი). ოჯახისთვის 3 თვიანი საშვი 30 ლარი ეღირება. (წლიური შემოსვალი კი 6 ათასი ლარია ნავარაუდევი).

1 თვიანი ინდივიდუალური საშვის ფასი 10 ლარი იქნება (სავარაუდო შემოსავალი 5 ათასი ლარი). 3 თვიანი ინდივიდუალური საშვის შეძენა 25 ლარად იქნება შესაძლებელი. (წლიური შემოსავალი ამ სერვისიდან 2 500 ლარია ნავარაუდევი).

როგორც ზვიად ქარჩავამ განაცხადა, მსურველები შეძლებენ ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების მოწყობას. ეს მომსახურება პროექტის მიხედვით, 300 ლარი ეღირება. (დაახლოებით 30 ათასი ლარის შემოსავალს გულისხმობს).

როგორც ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა „ლაივპრესს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაღის გადაბარების სამუშაოები. კერძოდ, „მშენებელი კომპანია აბარებს ობიექტს დამკვეთს“. ზუსტად რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, ზვიად ქარჩავას უჭირს თქმა, თუმცა ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე განახლებული ბაღი გაიხსნება და შეძლებს ვიზიტორების მიღებას.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან მიმდინარეობს. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დაირგო, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს
მოხვდა.
17:28 / 26.11.2022
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს
მესამე პრეზიდენტ
11:17 / 26.11.2022
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
00:58 / 26.11.2022
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ
შეხვედრაში,
00:17 / 26.11.2022
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.