ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ - ზუგდიდში გამოფენა მოეწყობა
ზუგდიდში ღონისძიება - ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ -
აღმოაჩინე უცნობი
მემკვიდრეობა გაიმართება. იქნება გამოფენაც, რომელზეც წარმოდგენილი
იქნება 1918-1921 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები,
რაც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის
საზოგადოებრივ არქივშია დაცული.
გამოიფინება ასევე მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ - საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები.
შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ ისტორიკოსების - ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის ლექციებს. მოეწყობა დოკუმენტური ფილმის - "ინიციატივა არ ისჯება" ჩვენება. ეს ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება.
ეროვნულ არქივში დაცულ მასალებზე დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს. ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლების საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
გამოფენაზე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი - "ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ" და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი "ერობა".