„ძირს იარაღი“ - ბერტა ფონ ზუტნერის რომანი ზუგდიდში წარადგინეს [ვიდეო]
მშვიდობის დარგში პირველი ქალი ნობელიანტის, ბერტა ზუტნერის
პაციფისტური რომანი "ძირს იარაღის"
ქართული თარგმანი დღეს ზუგდიდელ მკითხველს გააცნეს. არტ-გალერეაში
შეკრებილ აუდიტორიას ესაუბრნენ ჯერ კიდევ 130 წლის წინ დაწერილი
წიგნის დანიშნულებაზე და სათქმელზე, როგორც მშვიდობის მანიფესტზე
მთელი მსოფლიოსთვის.
ეს არის ქალის თვალით დანახული ომის საშინელება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, რომელმაც, საინიციატივო ჯგუფ "ნდობა მშვიდობისთვის" წარმომადგენელ და ზუტნერის პრემიის დამფუძნებელ სალომე ადამიას თქმით, ძალიან რთულ პერიოდში, როცა ეს იდეები საკმაოდ არაპოპულარული იყო ევროპასა და ზოგადად მსოფლიოში, ამხილა, თუ რა დგას რეალურად შეიარაღებული დაპირისპირებების მიღმა.
"ეს არის ქალის ისტორია, რომელმაც დაკარგა პირველი ქმარი ომში. ეს არის პროტესტი, მანიფესტი მთელი მილიტარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ", - აღნიშნა სალომე ადამიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ზუგდიდში, როგორც მშვიდობის ქალაქში, წიგნი ქართულენოვან მკითხველს შეხვდა, რადგან რომანი დღესაც არ კარგავს აქტუალობას მისი შინაარსით და გზავნილებით.
"მსოფლიოში ომის საშინელება მძვინვარებსდა ჩვენი კონტექსტისთვის, ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით ახლობელია ის სატკივარი და პრობლემები, რაც ახლავს კონფლიქტურ და პოსტკომფლიქტურ სიტუაციებს. დღეს ყველქზე მეტად მშვიდობის იდეა საჭიროებს პოპულარიზებას. მგონია, რომ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის შეხვედრა ქართულენოვანი მკითხველთან", - განმარტა მან.
"არტანუჯის" მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას თქმით, საინტერესოა, რომ 130 წლის წინ დაწერილი წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა და გამოსცეს პროექტის "სხვა კლასიკა" ფარგლებში. აღნიშნავს - ეს წიგნი არის ერთ-ერთი მანიფესტი ბერტა ფონ ზუტნერის, რომელსაც ჯერ კიდევ იმ დროს მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა მშვიდობის მოძრაობაში, და აქტუალურია დღესაც, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ისე იდეურადაც.
მისივე განმარტებით, ნობელიანტ ქალს ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან და ზუგდიდთან, ამიტომ, არაერთი კორესპოდენცია, წერილი, მოთხრობა, მხატვრული ნაწარმოები შთაგონებულია სამეგრელოს და მთელი ქვეყნის თემატიკით.
"ძირს ირაღი" საინიციატივო ჯგუფ "ნდობა-მშვიდობისთვის", ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კვინა ტილ კვინას" მხარდაჭერით და ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის პირველი ლაურეატის, ნინო კალანდარიშვილის ინიციატივით გამოსცეს.
ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.