თბილისში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმ პირი,
მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დააკავა.
მანამდე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რადგან აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, როცა აქციის მონაწილეები იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, მათ შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, მაგრამ შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები.
სირაძის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის და შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში და ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პარალელურად რუსთაველზე კონტრაქციას მართავს სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე".
აქციაზე იმყოფება ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძეც, რომელიც თვლის, რომ ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.
კონტრაქციის და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქციის მონაწილეებს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.
„მე რომ ადამიანი შემხედავს და მეტყვის აქ რა გინდაო?! ვაშაძეს რა უნდა და ბოკერიას რა უნდა?! მაგათი დანიშნული მოსამართლეები არიან. რატომ მაშინ არ გაყარეს 1 პროცენტი რომ ჰქონდა ევროპიდან გამართლება? საპირწონედ მომეცით რა გააკეთა ამ ხელისუფელბამ. მე არავის მხარდამჭერი არ ვარ. ამ მთავრობამ 720 კაცი მოკლა ციხეში? გააუპატიურა? ცინდელიანივით გააქრო? დამიდოს საპირწონედ თუ უარესი აქვს გაკეთებული და გადავალ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, მიმდინარეობს, სადაც „2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა“ უნდა გაიმართოს.