იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში მიმდინარე იურიდიული კომიტეტის სხდომა მანდატურებმა
მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს.
მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში არ ჰქონდათ სხდომის გაშუქების
შესაძლებლობა. ჟურნალისტები დარბაზში უმრავლესობის დეპუტატების
დახმარებით შევიდნენ.
ამ ფაქტს წინ უძღოდა დეპუტატებს შორის დაპირისპირება. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა.
ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა და ანრი ოხანაშვილის გვერდით დაჯდა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გამოურთეს.
სხდომაზე 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.