ქარტია შეშფოთებულია იურიდიული კომიტეტიდან ჟურნალისტების გაძევებით
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ჟურნალისტების გაძევებით
და აცხადებენ, რომ ქარტიაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია მედიის მიმართ
მსგავსი ფორმით მოპყრობა:
„ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო. ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება“, – აცხადებს ქარტია.
დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
ჟურნალისტების მონათხრობით, კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ – მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა - „გამოათრიეთ ეხლავე“, „გამოყარეთ“ – ისმის კადრებში.
ჟურნალისტები ქარტიასთან საუბარში ამბობენ, რომ მანდატურების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი უხეში მოპყრობა არ ახსოვთ.