მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მოუბოდიშა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის
უმრავლესობის სახელით, ჟურნალისტებსა
და ოპერატორებს იურიდიულ კომიტეტზე შექმნილი "დიკომფორტისთვის" ბოდიში
მოუხადა. მანვე ჟურნალისტებს მიმართა, არ შეუშალონ ხელი პარლამენტის
საქმიანობას. მისი თქმით, ძალიან არ მოეწონა ის ფორმა, თუ როგორ
გაყვანეს დარბაზიდან ერთი ჟურნალისტი.
"ასევე, მინდა, გთხოვოთ, ერთი ქვეყანა დამისახელოთ, სადაც პირდაპირ ეთერში კომიტეტის სხდომიდან ერთვებიან ჟურნალისტები. თქვენ თავს ნუ იმართლებთ, თავი სამართლებელი არ გაქვთ, პირიქით, ბოდიში მოგიხადეთ. ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო საყურებლად ის ფორმა, რომლითაც ერთ-ერთი ჟურნალისტი ტექნიკური შესვენების დროს გაიყვანეს, როდესაც მოწოდების მიუხედავად, ჟურნალისტებმა დარბაზი არ დატოვეს. მაგრამ სანახავად ეს იყო ცუდი და ამითვის მოგიბოდიშეთ", - განმარტა მდინარაძემ.
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მედიის წარმომადგენელთა გაძევებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. მათი თქმით, დაუშვებელია მსგავსი ფორმით ჟურნალისტებთან მოპყრობა.
დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
ჟურნალისტების მონათხრობით, კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა - "გამოათრიეთ ეხლავე", "გამოყარეთ" - ისმის კადრებში.