ჩხოროწყუში დამონტაჟებულ მონიტორზე რუსულენოვანი ანიმაცია გავიდა
ჩხოროწყუს ცენტრში დამონტაჟებულ მონიტორზე, საახალწლო ანიმაციიდან
კადრი და რუსულენოვანი წარწერა -
"Скоро новый год" (მალე ახალი წელია) გამოჩნდა. როგორც "ლაივპრესს"
მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ეს მონიტორი მათთან დაახლოებით
ერთი თვის წინ დაიდგა, ჯერაც არ ჩაბარებიათ და სატესტო რეჟიმში
მუშაობს. მათივე თქმით, ეს არ იყო მერიის სარეკლამო მასალა, არამედ
ეკრანზე ერთ-ერთი კერძო კომპანიის ვიდეორგოლი გავიდა, თუმცა ჩვენება
მალევე შეწყდა.
"ეტყობა, თვითონ კომპანიას რაღაც შეეშალა და გავიდა ეს კადრი ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებლად. სხვა რუსული წარწერა არ ყოფილა. ანიმაციიდან იყო გაჩერებული კადრი. ეტყობა რაღაც ხარვეზი იყო და გაიყინა კადრი და შერჩა მონიტორს", - გვითხრეს მერიაში.
მათივე თქმით, როგორც კი აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს, დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები და ეს ანიმაცია უკვე აღარ გადის მონიტორზე.
ეკრანი, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დაამონტაჟეს მასშტაბური ღონისძიებების, ანონსების და პროექტებისთვის. მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით ტურიზმის კუთხით.
მასალაში გამოყენებულია "ნეტგაზეთის" ფოტო.