პაატა გოგოხია და ჯუმბერ იზორია პარლამენტარები გახდნენ
ზუგდიდის ყოფილი მერის, ირაკლი გოგოხიას ძმა, პაატა გოგოხია და
ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი
უფროსი ჯუმბერ იზორია პარლამენტარები გახდნენ. მათი უფლებამოსილება
საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ ცნო. პაატა გოგოხიამ სოფიო
ქაცარავა შეცვალა. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. აკაკი ზოიძის
ნაცვლად კი პარლამენტის დეპუტატი ჯუმბერ იზორია გახდა. მას 82 მომხრე
ჰყავდა.
სულ სხდომას 97 დეპუტატი ესწრებოდა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ოპოზიცია სესიას არ დასწრებია.
აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.
რაც შეეხება სოფიო ქაცარავას, მან უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა კიდევ რამდენიმე დეპუტატთან ერთად, 14 ნოემბერს დატოვა. მიზეზად დასახელდა საკანონმდებლო ორგანოს უარი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე.