ირაკლი კობახიძე ლელა ქებურიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტაზე
"ევროპული საქართველოს" წევრების, ლელა ქებურიას და ირმა
ნადირაშვილისთვის სადეპუტატო
უფლებამოსილების შეწყვეტა დამოკიდებულია სხდომათა დარბაზში გუშინ
მომხდარი ინციდენტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ. მისი თქმით, თუ დანაშაული დადგინდა, შეიძლება ყველაფერი
მოხდეს.
მისი თქმით, მარტივი არ არის, როცა ტოქსიკური მოწამვლის ნიშნები არის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, და როცა ამას პარლამენტის ორი წევრი აკეთებს.
"ამაზე პასუხისმგებლობას "სირცხვილია" და "ევროპული საქართველო" იღებენ. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ტერორისტების ლექსიკით საუბრობენ. ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ძალა და ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს არის ისტერიკა და სასოწარკვეთილება, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა ამჟღავნებს", - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.
საქართველოს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომ გაურკვეველი ნივთიერება დაასხა, ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. უმრავლესობის წარმომადგენელ ზაზა პაპუაშვილის თქმით, დარბაზში მძაფრი, უსიამოვნო სუნი მას შემდეგ დადგა, რაც აქ ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შემოვიდნენ. ბრალდებას ორივე დეპუტატი უარყოფს. მოძრაობა "სირცხვილიამ" კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და აღნიშნა, რომ სისტემა "ყარს".
შემთხვევის შედეგად რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა.