ახალი ამბები
თბილისში „ოცნების“ დაგეგმილ ღონისძიებას ზუგდიდიდან საჯარო მოხელეებიც შეუერთდნენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, მათ შორის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ააიპ-ების თანამშრომლები, ასევე პედაგოგები, პარტიის მიერ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაზე სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდანაც გაემგზავრნენ. შეკრებილების თქმით, ისინი უერთდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღმნიშვნელ ღონისძიებას.

მოქალაქეები დღეს, გამთენიისას შეიკრიბნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში და ორგანიზებულად მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გაემგზავრნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდიდან 200 ტრანსპორტი დღეს გავიდა, თუმცა ეს არ არის სრული შემადგენლობა, რადგან მანამდეც, საკუთარი მსუბუქი ავტომობილებითაც გაემგზავრნენ მოქალაქეები.

მისი თქმით, ძალიან ბევრია მსურველი ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების, მათ შორის ყველაზე მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი საჯარო მოხელეები. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საპასუხოდ მან თქვა, რომ ძალის გემოყენებით და იძულებით არავინ მიყავთ. პარტია მხოლოდ ტრანსპორტით უზრუნველყოფას ახდენს და მსურველები თავად მიდიან.

"მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა. ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰქონდა ინიციატივა, ჩაეტარებინა კვირეული, რომელიც დღეს გრანდიოზული შეკრებით სრულდება. ამ ღონისძიებას ზუგდიდიდან 5-6 ათასი ადამიანი უერთდება. ჩვენს მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის და წასვლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო მათ ნება-სურვილზე. უამრავი მაურველი გახლდათ", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სამკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას თქმითაც, მიდიან ორგანიზებულად პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად. მისი სიტყვებით, ევროკავშირი და ევროპა არის ის კურსი, რომელსაც ქვეყანა უჭერს მხარს და რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს შაბათი დღეა და საჯარო მოხელეებსა თუ პედაგოგებს, შესაძლებლობა აქვთ სურვილის მიხედვით მიიღონ მონაწილეობა. ეს მათი არჩევანია აღნიშნა თაზო ფაცაციამ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ დღეს პედაგოგები და საჯარო მოხელეები ყველაზე ცოტა რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, რადგან ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობენ და ისინიც მხარში უდგანან მათ.

მასშტაბურ ფონისძიებაზე ხალხის რეგიონებიდან წაყვანა პარტიას მანამდეც ჰქონდა დაანონსებული.

არასამთავრობოებმა 13 დეკემბერს გაავრცელეს განცხადება, რომ ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის სამეგრელოდანაც, საჯარო მოხელეთა ჩართულობით, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეთა იძულებით მობილიზება მიმდინარეობს.

არასამთავრობოების მსგავსად, სახალხო დამცველიც იგივეს აცხადებს. ომბუდსმენის თქმით, რეგიონებში საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანების ნაწილმა მათთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 14 დეკემბერს თბილისში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჩამოჰყავთ.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი განმარტა, რომ ადამიანების იძულება მათ 2012 წელს დაამთავრეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის
23:04 / 20.01.2020
სამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში ადგილობრივმა მცხოვრებმა
21:42 / 20.01.2020
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში ადგილობრივმა მცხოვრებმა
ბათუმის აკვარიუმმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები აჩუქა.
18:16 / 20.01.2020
ბათუმის აკვარიუმმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები აჩუქა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელს, სულ 35 სხდომა
ჩატარდა.
14:06 / 20.01.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელს, სულ 35 სხდომა ჩატარდა.
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.