ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკითხულ შშმ პირთა 16, 3 %-მა სკოლაში განათლება ვერ მიიღო - კვლევა
FaceBook Twitter
E-mail Print
ასოციაცია "დეას" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განათლება, მუნიციპალური სერვისები კი მათი საჭიროებების მხოლოდ მცირე ნაწილს პასუხობს. გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია განათლების და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე, შშმ პირთა ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება.

ორგანიზაციამ ტელეფონით გამოკითხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 150 რესპონდენტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ან მათი ოჯახის წევრები. მონაწილეობა მიიღეს 18 წლის ზევით მოქალაქეებმა. რესპონდენტთა უმეტესობა 50-70 წლისაა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების მიხედვით:

გამოკითხულთა 16, 3 %-ს სკოლაში არ უვლია;

14, 3%-ს აქვს არასრული განათლება;

39,5%-ს აქვს საშუალო განათლება;

13,6%-ს აქვს პროფესიული განათლება;

10,2%-ს აქვს უმაღლესი განათლება,

0,7-%-ს აქვს დოქტორის ხარისხი.

გამოკითხულთა ეკონომიკური მდგომარეობა

გამოკითხულთა 70% იღებს სოციალურ შემწეობას, 30% კი არა.

რესპოდენტების უმრავლესობას - 38,9%-ს არ გააჩნია საკმარისი ფული ძირითადი პროდუქტების შესაძენად;

50%-ს ფული ჰყოფნის მხოლოდ ძირითადი საკვების შესაძენად;

49%-ს არ ჰყოფნის ტანსაცმლის შესაძენად;

ძალიან მცირე ნაწილს - 2%-ს შეუძლია საოჯახო ტექნიკის შეძენა;

გამოკითხულთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი იყო:

ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები - 47,3%.

გადაადგილების შეზღუდვა - 41,3%.

მხედველობის პრობლემა - 26,8%.

ინტელექტუალური შეზღუდვა - 19,3%.

სმენის პრობლემები -14,7%.

ფსიქიკური პრობლემები -12%.

ვინ არიან სერვისით მოსარგებლეები?

რესპოდენტთა 74. 3 %-ს, როგორც შშმ პირს, არავითარი სერვისით არ უსარგებლია.

შშმ პირთა მომსახურებით სარგებლობის გამოცდილება აქვს გამოკითხულთა -25, 3%-ს.

მიღებული მომსახურება კი იყო: თანადაფინანსება, მედიკამენტების შეძენა, ასევე შეშით უზრუნველყოფა, შინ მოვლა, საკურორტო მომსახურება და სოციალური სახლი.

როგორია შშმ პირთა ერთჯერადი დახმარებისადმი დამოკიდებულება:

50%-ს მიაჩნია, რომ წელიწადში ერთხელ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება უმნიშვნელოდ ეხმარება მათ;

24% ფიქრობს, რომ არავითარ დახმარებას ეს თანხა მათ არ უწევს;

22,6 %-ის აზრით, მეტნაკლებად ეხმარება;

3,4%-ს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დახმარებაა.

მომსახურებებს შორის გამოკითხულები განსაკუთრებულად აღნიშნავენ შემდეგ სერვისებს:

კომუნალურ გადასახადებში თანადაფინანსება - 89,2%;

სარეაბილიტაციო მომსახურება - 36,2%;

ფსიქოლოგიური კონსულტაცია - 34,9%;

კურორტზე დასვენების სერვისი - 22,8%;

უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი -18,1%;

შინმოვლა -13,4%;

მძღოლ- გამცილებელი - 4%;

პერსონალური ასისტენტი 2,7%.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგები "დეამ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს გააცნო. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ 2020 წელს კონკრეტული პროექტების შემუშავებაზე, რათა 2021 წლის ბიუჯეტი გახდეს შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული .

"დეას" პროექტი ხორციელდება ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით.

კვლევა ჩატარდა ასოციაცია "დეას" პროექტის, "ადვოკატირება ზრდასულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად" ფარგლებში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.