ახალი ამბები
ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობას ახალი სააგენტო განახორციელებს
FaceBook Twitter
E-mail Print
პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში იგეგმება. პროექტს პარლამენტის ბიუროს 16 დეკემბერს წარუდგენენ. ახალი სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მონიტორინგს გაუწევს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. სააგენტო ასევე დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.

სააგენტო არ დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.

საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა)რისკის ანალიზის საფუძველზე; ბ)თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, რომელიც პროდუქტის რეალიზაციის შეჩერებას შეეხება, გამოიწვევს ეკონომიკური ოპერატორის დაჯარიმებას 1500 ლარამდე; პროდუქტის ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 3 ათას ლარამდე გაიზრდება. პროდუქტის გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე. პროდუქტის განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა კი ჯარიმას 7 000 ლარამდე.

წერს "ინტერპრესნიუსი".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით,
15:07 / 03.08.2020
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით,
13:37 / 03.08.2020
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2019 წლის 1 იანვრიდან
13:19 / 03.08.2020
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ,
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას
13:12 / 03.08.2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას
ვიდეო
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად შეხვდა მაყურებელს პირისპირ.
 დისტანციური სწავლების უპირატესობა თუ სკოლებში დაბრუნება - გამოკითხვა
ახალი სასწავლო წელი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.