ახალი ამბები
ბულვარი დადიანების სასახლემდე და მიწისქვეშა პარკინგი - რას მოიცავს ზუგდიდის გენგეგმა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური, ათწლიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს კონცეფცია, სამუშაო ვერსია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ზუგდიდი ისე, რომ ერთის მხრივ მიმზიდველი იყოს ტურისტულად, ამავდროულად კი მოსახლეობაზე და მათ საჭიროებებს მორგებული.

შემოვლითი გზები, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრს და პერიფერიულ სივრცეებს განავითარებს, ბულვარის გაგრძელება დადიანების სასახლემდე, მიწისქვეშა პარკინგი ბულვარის თავში, მოედნის ქვეშ და ბოლოს, ეს ნაწილია იმ ცვლილებების, რასაც გენგეგმა მოიცავს.

დოკუმენტი "არტსტუდიო პროექტმა" მოამზადა. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიის წარმომადგენელ გიორგი სულაბერიძის თქმით, დღეს ბულვარის ორი მესამედი პარკინგს უკავია, ამ დროს კი ეს ტერიტორია ფეხით მოსიარულეებისთვის ბევრად იოლად მისადგომი უნდა გახდეს. იგეგმება ბულვარის გაფართოება, ან პირიქით, კომერციული სივრცეების გაფართოება ველობილიკებით და კაფე-ბარებით. ამბობს, რომ პროექტის დასრულებამდე კიდევ რვა თვე რჩებათ, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც არაერთი საინტერესო მოსაზრება მოისმინა, ფიქრობს, სამუშაო ვერსიაში ბევრი რამ შეიცვლება.

"შევეცდებით, ზუგდიდი გახდეს, დღესაც ხომ არის, მაგრამ ხვალ გახდეს ყველაზე კეთილმოწყობილი, ადამიანებსა და ხალხზე ორიენტირებული ქალაქი", - განმარტა მან.

გადავა თუ არა ბაზარი სხვა ტერიტორიაზე, ჯერ არ იცის.

ბულვართან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის იდეა არ მოსწონს შეხვედრის მონაწილე დავით ესებუას. ფიქრობს, რომ შესაძლოა ამან, ხეების ფესვთა სისტემა შეასძლოა დააზიანოს. ფიქრობს, რომ საკამათო თემაა. მას პროექტის ავტორები დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ რისკებს განიხილავენ.

შეხვედრას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანიც ესწრებოდა. მისი თქმით, გენერალურ გეგმას ადგილობრივი ხელისუფლება დაამტკიცებს. მასში აისახება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი ქმედებები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. მინისტრის მოადგილისვე განმარტებით, აქტიურად თანამშრომლობენ აზიის განვითარების ბანკთანაც, რათა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის სხვადასხვა აუცილებელი პროექტი განახორციელდეს.

"ეს ქმედებები იქნება განვითარების და ფუნქციური ზონების შექმნიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, იქნება ინდივიდუალური მოწესრიგება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქალაქის სრულყოფილი განვითარებისთვის, მათ შორის სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში, წყლის სექტორთან მიმართებაში, ახალი ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, კერძო სექტორის დაინტერესება როგორ უნდა მოვახდინოთ", - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, შეხვედრას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაგან რჩევებს, მოსაზრებებს ისმენენ, რათა შემდგომში ეს ყველაფერი დოკუმენტის საბოლოო ფორმირებისას გაითვალისწინონ. მერი ამბობს, რომ 2020 წლისთვის უნდა მიიღონ მოქალაქეთა ინტერესებს მორგებული გენგეგმა, რითაც შემდგომში განაშენიანების პროცესში იხელმძღვანელებენ.

შეხვედრის მონაწილე არჩილ თოდუამ განაცხადა, რომ ქალაქი ძირითადად მანქანით მოსიარულეთა ინტერესებს შეესაბამება და ნაკლებად ქვეითთა კომფორტს გადაადგილებისას. ამიტომ, ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სამუშაოა. ისევე, როგორც ქუჩების ტროტუარების გაფართოება. მისივე თქმით, სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა ძირითადად ქალაქის ცენტრშია, ნაკლებად კი გარეუბნებში. პერიფერიული ნაწილი ხშირად სასოფლო დასახლებების მსგავსია, რაც, მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ქალაქის სწორი განვითარებით. მანვე ყურადღება გაამახვილა ისეთ ადგილებში, სადაც ძირითადად 2-3 სართულიანი შენობები იყო ისტორიულად, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომები მისი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრით, უნდა შეიცვალოს.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორ ნინო გოგინავას განმარტებით, სკოლებთან მისასვლელი ტროტუარები დღეს მეტწილად უსაფრთხო არ არის, ამიტომ დაინტერესდა, ამ კუთხით ცვლილებები აისახება თუ არა განაშენიანების გეგმაში. მაგალითად, ტროტუარამდე მისასვლელი მწვანე კუთხეების, დერეფნების მოწყობა.

მიიღო დაპირება, რომ შეეცდებიან ამ რისკებზეც იფიქრონ.

ცვლილებების შშმ პირთა საჭიროებებთან ადაპტირება, აფხაზეთისკენ ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება, შემოვლითი გზების მოწყობა, ზუგდიდში საფეხმავლო და სამანქანო ხიდები, ბილიკები ვლოსიპედებისთვის და სკუტერებისთვის, ეს ნაწილია იმ გეგმის, რასაც წარმოდგენილი პროექტი მოიცავს. გენგეგმის საბოლოო დოკუმენტის მოსამზადებლად საპროექტო ჯგუფს კიდევ რამდენიმე თვე რჩება.

გეგ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ირწმუნება, რომ გამოთქმულ მოსაზრებებსა პრეტენზიებს განიხილავენ და მაქსიმალურად უსაფრთხო, მოქალაქეებზე ორიენტირებულ დოკუმენტზე შეთანხმდებიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,
22:36 / 01.12.2022
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,
სამართალდამცველებმა
11:49 / 01.12.2022
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათგან ორი "ქურდული სამყაროს"
ცენტრი
10:57 / 01.12.2022
ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი
დიდი ოდენობით
11:13 / 30.11.2022
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.