დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რაც პოლიციის მიერ აქციებისას განხორციელდა - პრემიერი
აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით
ინფორმაციას,
რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას
ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში,
რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის
მიერ, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს,
ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საუბრისას.
მისი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორიც დღეს არის. ამბობს, რომ ეს ფაქტია და ამას მხოლოდ თავად არ აფასებს, არამდ აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები.
კონგრესმენების განცხადებას საგარეო საქმეთა მნინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია შტატებთან სწორი კომუნიკაცია, ადექვატური ცნობების მიწოდება.
აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. მასში საუბარია, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარით. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ "ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ".