უფასო სასადილო მომხმარებლებს კვირასაც მოემსახურება
უფასო სასადილო მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველებს კვირა დღესაც
მოემსახურება.
ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური
სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ ერთი წლის მუშაობის შეჯამებისას
განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ამ სერვისით 280 მოქალაქე სარგებლობს. ნინო სხულუხიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ივნისში ბენეფიციართა რაოდენობა 30-ით გაიზარდა. თუ ექნებათ რესურსი, ეს ციფრი მომავალ წელსაც გაიზრდება.
მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ არის უფასო სასადილოს მომხმარებელთა ჩანაცვლების შემთხვევები. ეს მაშინ ხდება, როცა ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.
სამსახურის უფროსის განმარტებით, ცდილობენ კვების რაციონი ყოველ წელს განსხვავებული იყოს და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება.