რუსული კულტურის და მეცნიერების ცენტრის გახსნას აბაშიძე არ ადასტურებს
რუსულენოვანი გამოცემა, SOVA NEWS -ის ინფორმაციით, რუსეთის
ხელისუფლების წარმომადგენელ გრიგორი კარასინის
მიერ დაანონსებული, რუსული კულტურის და მეცნიერების ცენტრი თბილისში
გაიხსნა. გამოცემა ინფორმაციას ფონდ „რუსკი მირის“ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ავრცელებს.
ფონდს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე 2007 წელს არის შექმნილი, გამოქვეყნებული აქვს „საქართველოს სალეჩოსთან არსებული რუსული მეცნიერების და კულტურის ცენტრის“ მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაცია.
თავის მხრივ ცენტრის გახსნას არ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმადგენელი ზურაბ აბაშიძე. როგორც მან „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნა:
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლახანს, შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციასთან ვითომ გაიხსნა კულტურის ცენტრი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება, რაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
2019 წლის 28 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ თბილისში რუსული ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნება. კარასინმა მაშინ განმარტა, რომ ცენტრი "მნიშვნელოვან როლს" ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში.
რუსული კულტურის ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.