ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი 21 დეკემბერს გაიხსნება
მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსი 21 დეკემბერს ოფიციალურად
გახსნიან.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის
კურორტების განვითარების კომპანია" ავრცელებს.
საბაგიროები ყოველ დღე იმუშავებს:
"10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ -კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას კურორტზე შესაძლებელია ღამის სრიალი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე".
ჰაწვალი უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს 27-28 დეკემბერს.
კომპანიისვე ცნობით, კურორტზე ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელიც მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს.