ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ სახელი შეეცვალა
ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" სახელწოდება შეეცვალა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდი ახალი სახელით - "დინამო" ზუგდიდი იასპარეზებს.

ცვლილება რეესტრში უკვე აისახა.

ზუგდიდის გუნდი, "დინამოს" სახელით, საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის მე-9 ზონაში ათეული წლების წინ გამოდიოდა - 1974 წწ-1990 წლებამდე. 1995-96 წლებში კი გუნდმა კვლავ დაიბრუნა "დინამოს" სახელი, თუმცა შემდეგ კიდევ შეიცვალა.

2000 წლებიდან გუნდი კვლავ იგივე სახელს დაუბრუნდა, მაგრამ მცირე პერიოდით.

უცვლელი რჩება გუნდის ლოგო, მხოლოდ მცირედი კორექტირებით.