ახალი ამბები
მსახიობი თეატრის დირექტორს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორს ზურაბ ეგუტიას მსახიობი კოკა ხუბუტია ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, თეატრის დირექტორმა მას მიმდინარე წლის ივლისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი მივლინებაში იმყოფებოდა, პრემიერა მქონდა და ვითხოვე ოჯახისთვის მოსაწვევი, ყ...ზე მკიდია, მე ვარ დირექტორი და არ მოგცემ მოსაწვევსო-მითხრა. შემდეგ სცენაზე ფიზიკურად დამიპირისპირდა. ეს ამბავი ყველამ იცოდა, კულტურის სამინისტრომ, აუდიტმა. საქმეც აღიძრა, პოლიციაშიც ვიმყოფებოდი გამოკითხვაზე, მაგრამ ისევ მოძალადე დირექტორი დაგვინიშნეს, ეტყობა ვიღაცას სარგებელი აქვს მისგან. ზუგდიდის თეატრს დაუნიშნეს ისევ ის დირექტორი, რომელიც მსახიობებთან სცენაზე საქმეებს არჩევს“, - უთხრა „ლაივპრესს“ კოკა ხუბუტიამ.

თავის მხრივ, თეატრის დირექტორი ზურაბ ეგუტია აცხადებს, რომ მასსა და მსახიობს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

„მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თეატრის თანამშრომელ ქალს, რომელმაც იმდროინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის მივლინებაში ყოფნის გამო მე მომმართა მოხსენებითი ბარათით და ზაფხულში როცა „დურუჯზე“ წარსადგენ სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ვკითხე კოკა ხუბუტიას, თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა თანამშრომელ ქალს, ჩვენს გარდა იქ 10-15 ადამიანი იმყოფებოდა, არანაირი ფიზიკური დაპისრიპირება არ ყოფილა. ის სკამიდან წამოდგა, დაიწყო ყვირილი. შემდეგ ჩემთან მსახიობი ზურაბ ლაშხია მოვიდა, ხელკავი გამიყარა და გამიყვანა“, - განაცხადა ზურაბ ეგუტიამ.

მისივე თქმით, ის ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე იმყოფებოდა პოლიციაში.

„საქმე ძიებაშია და ვარ თუ არა დამნაშავე, ამას სათანადო ორგანოები გამოავლენენ“, - განაცხადა ზურაბ ეგუტიამ.

დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ თეატრის დირექტორად ისევ ზურაბ ეგუტია დაინიშნა.

ზურაბ ეგუტიამ დათხოვნის შესახებ ბრძანება კულტურის სამინისტროდან, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მიიღო. მისი განმარტებით, როცა თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ენიშნება, დირექტორი თანამდებობიდან ავტომატურად თავისუფლდება.

ზუგდიდის თეატრს ზურაბ ეგუტია 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.