ფოთში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
Share
ფოთში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა,
რომლებიც ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.
„ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში მათთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე
დავით ფაცაცია იმყოფება.