ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს დღეს საზეიმოდ გაანათებენ
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე, დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.
მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება საბავშვო სპექტაკლით
დაიწყება, სადაც მონაწილეობას ანიმატორები მიიღებენ. 19:30 საათზე კი,
დრამერების შოუ-მსვლელობა გაიმართება თავისუფლების მოედნიდან. ნაძვის
ხის ანთების შემდეგ იქნება საბავშვო კონცერტი. ნაძვის ხის
ანთებაში მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი
შენგელია.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, მეორე საჯარო სკოლის წინ, სკეიტ პარკის შესასვლელთან დადგეს. მის მიმდებარედ განთავსდება პავილიონები, სადაც მოეწყობა საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, მეორე საჯარო სკოლის წინ, სკეიტ პარკის შესასვლელთან დადგეს. მის მიმდებარედ განთავსდება პავილიონები, სადაც მოეწყობა საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.