ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვან ლევან თორიას საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს
ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვან, ლევან თორიას საქმეზე
ზუგდიდის სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს.
სასამართლოს სხდომას გარდაცვლილი სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლები ესწრებიან.
ლევან თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი და თავის დროზე, აღმკვეთის ღონისძიების სახედ 3 ათას ლარიანი გირაოს გადახდაც დაეკისრა. საქმე ეხება მიმდინარე წლის 14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს, როცა, ტელეკომპანიის ცნობით, პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს გადაცემის ჩაწერის დროს დაუპირისპირდნენ. შედეგად - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას. „ოდიშის“ წამყვანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის უბრალოდ თავს იცავდა. მომხდარის გამო დაკავებულ გელა კვარაცხელიას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთი პირი, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ფოტოგრაფი კი დაზარალებულად სცნეს.