მოსამართლემ სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა - ლევან თორია
ლევან თორიამ მოსამართლე ირაკლი აბშილავას მადლობა გადაუხადა მის
მიმართ გამოტანილი "ვაჟკაცური და
ღირსეული" გადაწყვეტილებისთვის. სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნა,
რომ მან "სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა, პროკურატურის ზეწოლის და იმ
სიცრუის მიუხედავად, რაც სხდომაზე ხდებოდა.
"მე ცოტა შიშები მქონდა, რომ გამომდინარე იმ პოლიტიკური ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია, იქნებ დაექვემდებაროს სასამართლო ზეწოლას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ყოჩაღ მოსამართლეს, რომელმაც გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას პროკურატურისგან", - განმარტა ლევან თორიამ.
თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურორი. ილია ტორუას თქმით, მას შემდეგ, რაც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, გადაწყვეტენ გასაჩივრების საკითხს.
მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დღეს ზუგდიდის სასამართლოს სხდომაზე ტელეკომპანია "ოდიშის" წამყვან ლევან თორიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მისი გადაწყვეტილებით, თორიას დაუბრუნდება გირაოს სახით გადახდილი 3000 ლარიც.
დღევანდელ პროცესს ენმ-ის წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე იყო მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.
ლევან თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი და თავის დროზე, აღმკვეთის ღონისძიების სახედ 3 ათას ლარიანი გირაოს გადახდაც დაეკისრა. საქმე ეხება მიმდინარე წლის 14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს, როცა, ტელეკომპანიის ცნობით, პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს გადაცემის ჩაწერის დროს დაუპირისპირდნენ. შედეგად - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას. "ოდიშის" წამყვანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის უბრალოდ თავს იცავდა. მომხდარის გამო დაკავებულ გელა კვარაცხელიას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთი პირი, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ფოტოგრაფი კი დაზარალებულად ცნეს.