ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ფარშევანგები აჩუქეს [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლებს უკვე ფარშავენგების ნახვა შეუძლიათ. ოთხი ფარშევანგი ბაღს თბილისის ზოოპარკმა აჩუქა. უთხრა "ლაივპრესს" ააიპ "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ. 

ბოტანიკურ ბაღში შესვლა დღეიდან თებერვლამდე ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება. შემდეგ კი აბონემენტების მეშვეობით.

ბაღი ოფიციალურად იანვარში გაიხსნება.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.