საკრებულოს სხდომაზე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის
ცენტრის ხელმძღვანელი
ციცინო შენგელია, შამგონას მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ხუბუას
უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, - ამის შესახებ მან ზუგდიდის
საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„ის, რაც მოხდა შამგონაში, ის რომ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ფლობდა, ან ფლობდა და არ მოხდინა რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მძიმე და სავალალო. სამწუხაროა, რომ 3 შვილის დედა დავკარგეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას გენდერი ყურით მოთრეული თემა ჰგონია“, - მიმართა დეპუტატებს ციცინო შენგელიამ.
დარბაზიდან იყო რეპლიკა, რომ „ეს ოჯახის საქმეა“.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ თქვა, რომ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შენიშვნას ცნობიერების ამაღლებაზე. რაც შეეხება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხს, მისი განცხადებით, უმჯობესია გამოძიების შედეგებს დაელოდონ.
„ეს არის საზოგადოების პრობლემა. ჯერ ალბათ მენტალობის ცვლილება გვჭირდება. თუ მეზობლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მანამდეც იყო ფაქტები და თუ მითუმეტეს, სისტემური ხასითის, ეს უნდა გასცდენოდა ოჯხის პრობლემის ზღვარს. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, იყო თუ არა საქმის კურსში ზაზა ხუბუა ამ ოჯახური ძალადობის. არ მინდა არც სუბიექტური და არც ემოციური გამოსვლა გამომივიდეს და დაველოდოთ გამოძიებას და დარწმუნებული ვარ ზაზას კეთილსინდისიერებაში. ზაზა არის ჩემთვის პირადად, ერერთი თვალსაჩინო ადამიანი, რომელიც არის პასუხისმგებლიანი, რომელსაც შუძლია გაიზიაროს თავისი თანასოფლელების ტკივილი, გასაჭირი და ბევრჯერ დადგომია ზაზა თავის მოსახლეობას გვერდში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს სუიციდის არ სჯერა. გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით, მის დას სხეულზე დაზიანებები აქვს, რაც აფიქრებინებს, რომ ქალი ჯერ ცემეს, შემდეგ კი ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.