ახალი ამბები
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებულ მის ქმარს, ბაკურ სორდიას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლე ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა პროკურორ ანა არონიას შუამდგომლობა. მან აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა მოითხოვა, რადგან მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ძალადობდა მეუღლეზე და ოჯახის სხვა წევრებზე. ამიტომ ანა არონიას თქმით, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფრთხე. მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

თავად ბაკურ სორდია პატიმრობის მოთხოვნას არ დაეთანხმა. თქვა, რომ სანამ ექსპერტიზის შედეგები არ იქნება, ბავშვებთან ყოფნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მისი სიტყვებით, მიმალვას არ აპირებს. არც ზემოქმედებას მოწმეებზე.

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისი შვილები ისედაც მძიმე მდგომარეობაში არიან, დედა არ ჰყავთ და ისიც, რომ პატიმრობაში დარჩეს, ბავშვების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძინდება.
„გამოძიებას მე თვითონ დავეხმარები“, - აღნიშნა მან.

ბაკურ სორდიას განცხადებითვე, მასაც ჰქონდა მომხდარის შემდეგ სუიციდის მცდელობა.

ის უარყოფს გარდაცვლილის ძმის ბრალდებას, თითქოს ცოლზე სისტემატურად ძალადობდა. ბაკურ სორდიას განმარტებით, ცოლს ძმასთან წელიწად-ნახევრის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან კონფლიქტი ჰქონდათ.

მან მოითხოვა გათავისუფლება მინიმალური ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თავის მხრივ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ანა არონიამ უთხრა, რომ დაკავებული გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალს აღიარებდა, დღეს კი გაურკვეველი პოზიცია დააფიქსირა.

ბაკურ სორდიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახში ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

29 დეკემბერს, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში, ბოსელში იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა. ძმის, ნუკრი მიქავას თქმით, მის დას სხეულზე დაზიანებები აქვს, რაც აფიქრებინებს, რომ ქალი ჯერ ცემეს, შემდეგ კი ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

ამასთან, არასამთვრობო ორგანიზაციის - „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერება 30 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მოითხოვა მანამ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მომხდარი არის „ოჯახის საქმე“. უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის მოსაზრება არ გაიზიარა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. მისი განცხადებით, ოჯახში მომხდარი ძალადობა არ არის ოჯახის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა: „თუ მეზობლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს ოჯახის პრობლემის ზღვარს უნდა გასცდენოდა და გამხდარიყო საზოგადოების პრობლემა“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.