ლაღიძის ქუჩაზე კანალიზაციის წყალმა დასახლების ეზოს ნაწილი დატბორა [ვიდეო]
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან
დახმარებას ითხოვენ.
დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა - მილებმა ვერ
გაატარა წყალი და ეზოს ნაწილი დაიტბორა.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, უკვე ოთხი წელია, რაც დასახლებაში კანალიზაციის გაუმართაობის პრობლემა მოუგვარებელია. ბოლო თვეების განმავლობაში კი მდგომარეობა გაუარესდა.

აფხაზეთიდან დევნილი ინეზა ფარულავა ამბობს, რომ მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. ბოლო წერილი, რომელსაც ლაღიძის ქუჩის 80 მცხოვრები აწერს ხელს, მან თვითმმართველობას დაახლოებით 1 თვის წინ გადასცა. როგორც ინეზა ფარულავა განმარტავს, ამოიწმინდა კიდევაც კანალიზაციის ჭა, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ იგივე პრობლემამ იჩინა თავი.
როგორც ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, შესაცვლელია დარღვევით გაკეთებული საკანალიზაციო სისტემა, რასაც წლებია თხოვნის მიუხედავად არავინ აკეთებს.
დასახლების მცხოვრებლებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარების პირობა კიდევ ერთხელ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ასევე მერიის მაღალი თანამდებობის პირები.
როგორც „ლაივპრესს“ მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ განუცხადა, მათ არაერთხელ ამოწმინდეს საკანალიზაციო მილები. რადგან პრობლემა ამით ვერ მოგვარდა, მერია საკანალიზაციო ქსელის პრობლემური მონაკვეთის შეკეთებას გეგმავს.

„ეტყობა, თავის დროზე მოხდა არასწორად დაპროექტება. მერია ქმნის ახალ პროექტს. ხუთ დღეში გვექნება ახალი პროექტი. გამარტივებული წესით მოხდება მომსახურების შესყიდვა და რამდენიმე დღეში აღნიშნულ საკანალიზაციო მონაკვეთს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
ლაღიძის ქუჩაზე დევნილებს წყლის მიწოდების და კანალიზაციის გაუმართაობის პრობლემა არაერთხელ შეექმნათ.