რუსეთის საელჩო სოხუმში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს
რუსეთის საელჩო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე
საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საელჩო სოხუმში მყოფ
რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თავი შეიკაონ იმ
ადგილებზე ყოფნისგან, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
„ვაკვირდებით სოხუმში მოვლენების განვითარებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის მომხრეების შტურმს უკავშირდება. ქალაქის ცენტრის გარდა, დედაქალაქში მთლიანობაში ვითარება სტაბილურია. რუსებს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან ვურჩევთ, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს“, ნათქვამია განცხადებაში.
ამ წუთებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მართავს.
დღეს, 9 იანვარს, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სოხუმში, ოპოზიციის მხარდამჭერებმა „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ შენობის პირველ სართულზე ფანჯრები ჩაამტვრიეს და შიგნით შეაღწიეს.