ახალი ამბები
ოპოზიციის კანდიდატი აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ასლან ბჟანია იქნება
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ასლან ბჟანია იბრძოლებს. ამის შესახებ მან "რია ნოვოსტის" განუცხადა. რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას, ის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა დაუდასტურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამდებობა თავადასც დატოვა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა 12 იანვარს დატოვა. ამას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები. ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტის 2019 წლის არჩევნების შედგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ. ისინი „ხაჯიმბას ადმინისტრაციის“ შენობაში შეიჭრნენ, ჩაამტვრიეს კარ-ფანჯარა. დაძაბულობის ფონზე დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ „არჩევნების შედეგები“ ბათილად ცნო. დე ფაქტო პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 22 მარტს დაინიშნა.