ზუგდიდის ბაღებისთვის საწოლებს შეიძენენ
ზუგდიდის 16 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის საწოლებს შეიძენენ.
„ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს დროში 16 ბაღს საწოლებს გადავცემთ. აქედან 4 ბაღში საძინებელი ოთახი მოეწყობა. მათ აქამდე ოთახიც კი არ ჰქონდათ, შენობაში დევნილების ყოფნის გამო. გამოუთავისუფლდათ ოთახები და გადაეცემათ სრული კომპლექტი, საბნები, ლეიბები, ბალიშები და საწოლები“, - უთხრეს „ლაივპრესს“ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში.
ამ ეტაპზე 62 ბაღიდან მხოლოდ 26-შია საძინებელი. მერიის მიერ შეძენილი საწოლები გადაეცემა აბასთუმნის, ზედაეწერის, ინგირის #1, ოირემეს, ორსანტიის, ორულუს, რიყის, ქვემო კახათის, ყულიშკარის, ჯიხაშკარის, ზუგდიდის მე-2, მე-6, მე-11 და მე-16, ნარაზენის მე-2 და განმუხურის საბავშვო ბაღებს.
„2020 წლის სექტემბრისთვის ზუგდიდის ბაღებში საძინებლების არ ქონის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას“, - გვითხრეს ბაღების მართვის ცენტრში.
შარშან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებდნენ, რის შემდეგაც "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა" დარჩელის საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელს შენიშვნა მისცა.
ბაღის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ არ აქვთ საძინებელი და ეს იყო პატარებისთვის „მოსვენების კუთხე".