ახალი ამბები
ზუგდიდში 1500-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მოსახლეობის ნაწილს 16 იანვარს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. საუბარია ქალაქის და რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებზე, ჯამში 1484 აბონენტზე. როგორც "ლაივპრესს" "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ განუცხადა, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. კერძოდ, თაბუკაშვილის ქუჩაზე გაზსადენი მილის ჩადების და გადალაგების სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა მოუწევთ.

ქალაქის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის გარეშე დროებით დარჩებიან ყაზბეგის, როგავას, თაბუკაშვილის, ფირცხელავას, ჩიქობავას, არაგვისპირელის, კიკალიშვილის, ორბელიანის, ჭყონდიდელის, თბილისის, ლაღიძის, ვაჟა ფშაველას და ჭალადიდელის ქუჩები. ასევე, გაზი გაეთიშება გამარჯვების, გამსახურდიას, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩების ნაწილს.

გაზმომარაგება შეუწყდება შემდეგ სოფლებს - ახალსოფელი, უჩაშონა და ოფაჩხაფუ.

გიორგი დარსანიას თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 16 იანვრის დილით დაიწყებენ.

"შესაძლოა 17 იანვრის დილით აღვადგინოთ მიწოდება, ან შუადღეს. საკმაოდ რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საღამოსთვის ბუნებრივ აირს ყველა აბონენტს მივაწვდით", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სხვა ქუჩებზე წინასწარ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. ასეთი გარემოების შემთხვევაში კი მოსახლეობას ინფორმაციას გააფრთხილებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა უკვე თავისუფალია.
ინფორმაცია
21:40 / 06.07.2020
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა უკვე თავისუფალია. ინფორმაცია "ლაივპრესს"
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,
18:56 / 06.07.2020
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,
მესტიის სოფელ იდლიანში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი დასახლებულ
პუნქტებს უახლოვდება. სოფელში მერის
18:38 / 06.07.2020
მესტიის სოფელ იდლიანში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება. სოფელში მერის
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს
ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ
16:10 / 06.07.2020
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.