დადიანების მუზეუმს ერთ წელიწადში 35 ათასი ვიზიტორი ჰყავდა
ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს შარშან 35 ათასი
ვიზიტორი
სტუმრობდა, რაც 4 ათასით მეტია 2018 წლის მონაცემებზე. ამის შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა ლევან წულაია, ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაციაზე განაცხადა. მუზეუმი მარტვილის კანიონის შემდეგ,
დამთვალიერებელთა სიმრავლით მეორე ადგილზეა.
ნოქალაქევის მუზეუმში კი ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო. თუ შარშანწინ აქ 12 ათასი დამთვალიერებლი იყო, გასულ წელს ეს რიცხვი 10 ათასი გახდა.
რაც შეეხება ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს, 2019 წელს მას 373 ტურისტი სტუმრობდა. პრეზენტაციისას წარმოდგენილ გრაფაში, ამ მუზეუმის გასწვრივ მითითებულია - "აუთვისებელი პოტენციალი".
ლევან წულაიას თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში მუზეუმების პოპულარიზაციის საკითხის წინ წამოწევა, რადგან ტურისტების ინტერესი ისტორიის მიმართ მზარდია.