ბოტანიკურ ბაღში გარე განათებების დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების დაზიანების ფაქტზე
პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
„სანათების დაზიანებაზე დაკავებულია პირი. დაწყეულია გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“, - უთხრეს „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ზვიად ქარჩავას თქმით, წუხელ პოლიცის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გარე განათების დაბალ ბოძებს აზიანებდა. დაზიანებულია 7 ბოძი.
როგორც ზვიად ქარჩავა ამბობს, საქართველოში მსგავსი სანათები არ იშოვება. ისინი უცოხეთიდან გამოიწერეს.
6 იანვარს ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში, ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი დააზიანეს.
განახლებულმა ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო. პირველ თებერვლამდე ბაღში შესვლა უფასო იქნება.