ახალი ამბები
კონკურსის „სოციალური ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი გამარჯვებული ლაივპრესის ჟურნალისტია
ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კონკურსმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინა ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებდნენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს.

გამარჯვებულები გახდნენ:

გურია - თამთა დოლიძე - ტელეკომპანია "გურია"

აჭარა - ირაკლი ყურუა - გადაცემა ჰეშთეგი, აჭარა TV

იმერეთი - თამუნა ქავთარაძე, მეგა TV

კახეთი - მარიამ მეგრელიშვილი - TV ,,თანამგზავრი''

სამეგრელო-ზემო სვანეთი - ნანა ხუბუტია, „ლაივპრესი“

სამცხე – ჯავახეთი - რუსუდან გვარამაძე TV9

ქვემო ქართლი - ეკატერინე ერაძე, მარნეული TV

შიდა ქართლი - ნინო ჩიბჩიური, ტელეკომპანია „თრიალეთი“

რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მარინე სვანიძე, „კვირა“

ცენტრალური მაუწყებლიდან - მიხეილ სესიაშვილი, მთავარი არხი.

სპეციალური პრიზი გადაეცა- ნეტგაზეთს.